26 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ ნატოელი პარტნიორებისგან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს - ილია დარჩიაშვილი

ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებისგან, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კომისიის სხდომაში, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მიიღო. ასევე მისი თქმით, დახურულ კარს მიღმა საუბარი შედგა 12 პუნქტის შესრულებაზე.

"ნატოს-საქართველოს კომისიის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა მიმემართა ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კომისიის სხდომაში. რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში საქართველო არის ძალიან სანდო და მყარი პარტნიორი ალიანსის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობა, ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს. ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ ჩვენი ნატოელი პარტნიორებისგან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ჩვენი კომუნიკაციის ის, თუ როგორ მიდის საქართველოში ამბიციური რეფორმების შესრულების დღის წესრიგი. შემიძლია ვთქვა, რომ 12  პრიორიტეტი რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის მხრიდან, ეს არის საერთო ინტერესის საგანი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ნატოსთვისაც,“ - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები