რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ისევ კლინიკის დახურვაზე საუბრობენ და მოითხოვენ, რომ კლინიკამ პაციენტების მიღება განაგრძოს. მანამდე მათ წერილობითი განცხადებაც გაავრცელეს.
მედიკოსები ამბობენ, რომ მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა სამსახურების გარეშე დარჩნენ, ამიტომ ისინი ახლა გარანტიებს ითხოვენ.
კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში შენობის მხოლოდ ის ნაწილი დაიხურება, რომელიც ახლა უფუნქციოდაა. თანამშრომლებს კი საფრთხე არ ემუქრებათ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ დახურვის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ, არც ლოკაციის შეცვლის შესახებ.
ქირურგი კახი ხუციშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში რეორგანიზაციაა და დეპარტამენტებს ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გაეგზავნათ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი აცხადებს, რომ ძველი კორპუსის დემონტაჟი უნდა მოხდეს.
"საუბარია ძველი კორპუსის დემონტაჟზე. უნდა აშენდეს ახალი სტანდარტებით რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც 500 საწოლზე იქნება გათვლილი და იქნება რეგიონალური ჰაბი. მე ვეცდები რომ თანამშრომლებს შეუნარჩუნდეთ ღირსეული კომპენსაცია და სამსახური. კომპენსაცია მათ, ვინც ვერ შეძლებს ამ პერიოდში იმ ფუნქციონირების გაგრძელებას იმ სახით, როგორც ეს იყო,"- აცხადებს ზაზა ავალიანი.