აბრეშუმის გალერეამ კონცეპტუალური ხელოვნების პროექტს, "ფესვებს" უმასპინძლა. პროექტი არის ერთგვარი კვლევა, რომელიც იძიებს ფსიქოლოგიურ კავშირებს ზღაპრებსა და რეალობაზე, ბავშვობასა და მშობლობაზე, სიყვარულსა და სიკვდილზე.
პროექტის ავტორებმა სათქმელი სხვადასხვა ფორმით გადმოსცეს - ინსტალაციები, ილუსტრაციები, გრაფიკული ნამუშევრები და მუსიკა.