26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
სწორედ სააკაშვილის მეგობრები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, უბიძგებენ მას თვითდაზიანებისკენ, სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი მეგობარი ქართული სახელმწიფოა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით,  "ვივამედის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც "ღამის კურიერის" ეთერში შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, კლინიკისა და პაციენტის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მისი თქმით, ექიმები ცდილობენ რომ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელდეს, თავად ყოფილი პრეზიდენტი თვითდაზიანებას იწყენებს.

"ყველაფერი ხელისგულზე დევს - იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომლის გამეორებაც უწყებას რამდენჯერმე მოუწია - ოჯახი ვისაც დაადებს ხელს, რომელ ექიმსაც, იუსტიციის სამინისტრო ამას უზრუნველყოფს. ამასთან, ის არის პატიმარი, რომელთანაც ყველაზე მეტი ვიზიტორია შესული. ასე რომ, აქ რაიმე შეზღუდვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასევე, ტყუილი აღმოჩნდა წამება, მოწამვლა, არასათანადო მოპყრობა. ვერცერთი ფაქტი ვერ თქვეს გარდა იმ განცხადებებისა, რომელიც გამოჰქონდათ პოლიტიკოსებს. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, კლინიკისა და პაციენტის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმებს უნდათ, რომ ის იყოს ძლიერი და ჯანმრთელი, პაციენტს კი უნდა ის რაც შეიძლება დასუსტდეს, რომ რაიმენაირად შექმნას გარემოება მისი გათავისუფლების. ასევე სახელმწიფოს შემთხვევაშიც -  სახელმწიფოს უნდა ის იყოს ჯანმრთელი, იმისთვის, რომ მოიხადოს ის 5 თუ 6 წელი, რაც მოსახდელი დარჩა. მას კი არ უნდა ამ 5 წლის მოხდა და აკეთებს ყველაფერს რომ თავი დაიზიანოს.

მას აქვს თვითდაზიანების რეჟიმი და ამაში უკვე რწმუნდება და მეორე, მისი ფარისეველი მეგობრები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც მას აქეზებენ, რომ თავის დაიზიანოს. მისი ქვეყნის გარეთ მეგობრები ევროპარლამენტში იქნება თუ სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ მის ვითომ დახსნის შესახებ, აძლევენ მას იმედს, რომ აი დღე დღეზე, აი ცოტაც, აი ცოტა კიდევ დაიკელი, ცოტა კიდევ დაიზიანე თავი და ჩვენ გიხსნით, ისინი უბიძგებენ მას თვითდაზიანებისკენ, სინამდვილეში კი ისინი არიან ყველაზე ნაკლები მეგობარი მისი, როგორც ადამიანის და სინამდვილეში ყველაზე დიდი მეგობარი მიხეილ სააკაშვილის დღეს არიან ექიმები და ქართული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ მან უარი თქვას თვითდაზიანებაზე და იყოს ჯანმრთელი. ის მეგობრები, რომლებიც მას ამისკენ უბიძგებენ, იგივე მეგობრები არიან, რომლებიც მას, როგორც დამნაშავეს იფარავდნენ ევროკავშირში. საქართველო გაწირეს მიხეილ სააკაშვილის ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა იმ არეულობისთვის, რაც დაგეგმილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს თავისი შემოპარვით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ვივამედმა" მიმართა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა "ვივამედში"შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. მათივე ცნობით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

დღის ამბები