26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
მე კვლავ ვთავაზობ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ დავსხდეთ და რამენაირად შევეცადოთ, ეს [სიძულვილის ენა] დავარეგულიროთ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტში სიძულვილის ენის შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზეს, თუმცა ეს შეთავაზება მისი თქმით, არასერიოზულად იქნა აღქმული და იგნორირებული.

როგორც პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს შეთავაზება დღესაც აქტუალურია და საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით, ეს საკითხი რამენაირად დარეგულირდეს.

"პოლიტიკური და ზოგადად დისკუსიის ენა საკმაოდ მკაცრია და გარკვეულწილად, ზღვარს მიღმაც შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, თუ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, სადაც პირველი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია, ჩვენ იქ შევთავაზეთ, მოდით დავსხდეთ ერთად დეა სიძულვილის ენა რამენაირად შევზღუდოთ "პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკუსიაში. მე მქონდა შეხვედრა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დღემდე მონიტორინგს ვაწარმოებთ ჩვენ პარლამენტში და სინამდვილეში მე გავუზიარე კიდევაც არასამთავრობოებს სიძულვილის ენაზე. ყველა მხრიდან არის ეს და რთულია ახლა გაარჩიო ვინ დაიწყო და ვინ უპასუხა. გარკვეულწილად, ჩვენი პოლიტიკური დისკუსია ამ სპირალშია შესული, მაგრამ შეთავაზება სწორედ ეს იყო, დავსხდეთ, ვნახოთ ან მხილების გზით ვიაროთ ან ერთმანეთთან გაზიარების გზით და რაღაცნაირად შევამციროთ ეს მკაცრი რიტორიკა. სამწუხაროდ, ამას არა თუ გამოხმაურება არ მოჰყვა, ეს აღქმული იყო როგორც არასერიოზული მიდგომა, რომ სინამდვილეში ეს არ არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ ჩვენთან სინამდვილეში  პრობლემაა ეს არის, რომ შესულია სპირალში საზოგადოებრივი დისკუსია. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, ეს ზოგადად სოციალური მედიის დამსახურებაა, როდესაც ადამიანი ამოფარებულია მონიტორს, ჰგონია, რომ ის უშუალო კონტაქტში არ არის და სიტყვები, რომელიც ის უშუალო კონტაქტში არ აკადრებს სხვას, იმას კადრულობს სოციალურ ქსელში. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ დღესაც აქტუალურია ეს შეთავაზება და მე კვლავ ვთავაზობ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ დავსხდეთ და რამენაირად შევეცადოთ, რომ ეს დავარეგულიროთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები