26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
საქართველოში 22 ეროვნული ღია საეთერო მაუწყებელი, 116 ტელევიზია და 55 რადიომაუწყებელია - კახა ბექაური

ComCom-ის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, საქართველოში მაუწყებლობის დაწყება მარტივი ავტორიზაციით სულ რაღაც 10 დღეშია შესაძლებელი. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი, 116 ტელევიზია და 55 რადიომაუწყებელია.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებზეც გაამახვილა ყურადღება.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რეკლამისთვის განკუთვნილი თანხები ტრადიციულიდან ციფრულ მედიაში მიედინება, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა. 2021 წელს მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 90,3 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის სარეკლამო შემოსავლები კი 76,3 მილიონი ლარი იყო. 2021 წელს სატელევიზიო კომერციული რეკლამის შემოსავალი - 79,8 მილიონი ლარი, ხოლო, რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი - 7,2 მილიონი ლარი იყო," - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.


კახა ბექაურმა ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის ტენდენციებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აბონენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, კერძოდ, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 750 ათასი შეადგინა და ბოლო 5 წლის მონაცემებით, მათი ყოველწლიური საშუალო ზრდა 5%-ს შეადგენს. მისივე თქმით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 77%-ია.

დღის ამბები