უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან იმყოფება - მან მებრძოლები მოინახულა და ჯილდოები გადასცა.
"დონეცკის ოლქი... მაქვს პატივი, დღეს აქ ვიყო და ჩვენი გმირები დავაჯილდოვო, ჩამოვართვა ხელი და მადლობა გადავუხადო, რომ იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს," - განაცხადა ზელენსკიმ.