26 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
"პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა... ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე" - რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დარჩებიან თუ არა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან, მისი შეფასებით, "ნახევრადბოიკოტისტები" 2 კურდღლის დაჭერას ცდილობენ. 

"ბოიკოტისტობა რას ნიშნავს კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოთ მათი შეცდომები. არიან ნახევრადბოიკოტისტებიც - “პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ?" - დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია.

სინამდვილეში, ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა - მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით. 

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა. 

ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება?  ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის," - წერს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები