26 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
"ალუბლის ბაღი" - "ახალ თეატრში," ახალი სპექტაკლი მზადდება

"ახალი თეატრი," ახალი სცენა და ახალი სპექტაკლი ,- ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. "ალუბლების ბაღი" - სწორედ ასე ჰქვია რეჟისორ ანდრო ენუქიძის ახალ წარმოდგენას, რომელსაც თეატრის მოყვარულები პირველად 24 მარტს იხილავენ.

ადამიანური შეცდომები, ტრაგედია და ყოველდღიურობა, რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია - სწორედ ამის გადმოტანას ცდილობენ ახლა ანტონ ჩეხოვის "ალუბლის ბაღიდან" ახალი თეატრის სცენაზე მსახიობები. ოთხმოქმედებიანი პიესა რეჟისორმა საათსა და 40 წუთში ჩაატია. "ალუბლის ბაღის" თეატრალური დადგმის ხილვა მაყურებელს სამი დღის განმავლობაში შეეძლება.

 

დღის ამბები