26 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ "თავდაცვის კოდექსის" პროექტს მხარი დაუჭირა - რა ალტერნატივაზე საუბრობს "გირჩი"

პარლამენტი "თავდაცვის კოდექსის" პროექტს განიხილავს - კენჭისყრის შედეგად გადაწყდა რომ დეპუტატები იმსჯელებენ მხოლოდ მთავრობის ინიციატივაზე და არა "გირჩის" წინადადებებზე.

პროექტი თავდაცვის უწყების საქმიანობას და გაწვევის საკითხებს არეგულირებს, იგეგმება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შეცვლა. სიახლის თანახმად, წვევამდელს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სულ მცირე ექვსთვიანი სამსახურიც ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე - ეს გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდებს გაუჩნდეს მოტივაცია, რათა ნებაყოფლობით მოხდეს მათი თავდაცვის ძალებში გაწევრიანება.

საკუთარ კანონპროექტზე განმარტებები გაკეთდა "გირჩშიც."

"ჩემი კანონპროექტის პრინციპული განსხვავება არის ის, რომ დგას ნებაყოფლობითობაზე, ანუ ჩემს კანონპროექტში ჩვენი მოქალაქე არის თავისუფალი ადამიანი და თუ ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს თავდაცვისუნარიანობა საკმარისი რომ დავიცვათ ჩვენი მტრისგან, ჩვენ გვჭირდება დიდი რეზერვი, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ იარაღის გამოყენება, ე.ი. ჩვენ ადამიანებს უნდა ვთხოვოთ, რომ მათ ეს გააკეთონ," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

დღის ამბები