26 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა უმასპინძლა.

თავდაცვის მინისტრმა, ევროკავშირის წევრ და პარტნიორ 45 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული სტრატეგიული გამოწვევები განიხილა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმი მნიშვნელოვანი ფორმატია საქართველოსთვის. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი და აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მონაწილეობას იღებენ 45 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და ჩვენ განვიხილეთ ყველა ის გამოწვევა რაც შეიძლება რომ მოსალოდნელი იყოს,"- ჯუანშერ ბურჭულაძე. 

დღის ამბები