26 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უხუცესებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ქართველი აზერბაიჯანელი ხალხის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.  

"ყველას გილოცავთ ბაირამის დღესასწაულს, ამ მნიშვნელოვან დღეს. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას, ბარაქას და მშვიდობას, რაც მთავარია. ძალიან არაპროგნოზირებადი ვითარებაა მთელს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ რაც მოვახერხეთ, მოვახერხეთ ის, რომ ჩვენ ჩვენი როლი გამოვკვეთეთ როგორც დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ. ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მეგობრობა, ძმობა ყველასთან. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ნიშნა და ადგილი, რომელიც ჩვენ უნდა ვიპოვოთ რეგიონში. მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ხალხს, ყველაფერი გავუკეთოთ ჩვენს ქვეყანას და რაც უკვე აღვნიშნე, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობა," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები