26 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ ენჯეოები, პრაქტიკულად ერთი და იგივეა, გამიჯვნა შეუძლებელია, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება - ირაკლი კობახიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაც წერია და რასაც ამბობენ ენჯეოები, პრაქტიკულად ერთი და იგივეა, აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ განცხადებებს შორის, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

"მე ანგარიშის გაცნობა ვერ მოვახერხე, თუმცა ვნახე რამდენიმე სათაური. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით ანგარიშს, სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, მხედველობაში მივიღებთ.

შეიძლება, იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. ამაზეც გვექნება შესაბამისი რეაქცია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლების აგენტები, შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე, რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ ენჯეოები, ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორ, ასე ვთქვათ, ორი მიმართულებით განცხადებებს შორის, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენთვის მთავარია, როდესაც გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვესმის, ობიექტურ გარემოებებზე იყოს დაფუძნებული. ობიექტური კრიტიკა თუ იქნება, რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღებთ და ყველანაირად ვეცდებით, აისახოს ეს ყველაფერი ჩვენს ქმედებებზე. კრიტიკა ობიექტური თუ არ იქნება, ამაზე სათანადო რეაქცია გვექნება. რეაქციაში იგულისხმება ის, რომ პასუხს გავცემთ ყველა შეესაბამის განცხადებას", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები