26 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
დღეს მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი არის მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებმა განმარტება და განცხადებები უკვე გააკეთეს.

როგორც პრემიერმა განმარტა, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ახლა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა.

"დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ ვუყურებთ დღითიდღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

დღის ამბები