26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს - ზურაბიშვილი პაპუაშვილის განცხადებას აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილს მიუღებლად მიაჩნია შალვა პაპუაშვილის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.

"ასეთი შეფასებები, შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე," - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

 

 

დღის ამბები