ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, ეწვიონ იმ პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრები არიან. სახელმწიფო დეპარტამენტი დასძენს, რომ აღნიშნული ნებართვით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისარგებლა.
ვრცელ ანგარიშში ასევე საუბარია, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, რუსულ აგრესიასა და საქართველოში 2020 წელს ჩატარებულ არჩევნებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და მედიის თავისუფლებაზე.