26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
საერთაშორისო დონორები თურქეთს მიწისძვრის შემდგომ აღდგენაში დასახმარებლად შვიდი მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ

ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კონფერენციაზე საერთაშორისო დონორები თურქეთს მიწისძვრის შემდგომ აღდგენაში დასახმარებლად შვიდი მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ.აღნიშნული თანხიდან ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს ევროკომისია. ამასთან, ევროკომისია 108 მილიონ ევროს დახარჯავს სირიაში მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, გერმანია გააორმაგებს თურქეთსა და სირიაში დაზარალებულთა დახმარებას და მას 240 მილიონ ევრომდე გაზრდის.

დონორთა კონფერენციას ბრიუსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობდნენ. 

დღის ამბები