კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი - სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს.
ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს.
NBA-ში მოთამაშე „სან-ანტონიო სპურსის“ კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა ქმნის შესაძლებლობას, რომ კალათბურთით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს: „მიხარია, რომ გავხდი ბეთლაივის ბრენდის ამბასადორი. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ პოზიტიურ ცვლილებას შევიტანთ ქართულ კალათბურთში და უფრო მეტ ადამიანს შევაყვარებთ ამ სპორტს“, - აღნიშნა მან.
ბეთლაივის ბრენდ ამბასადორის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა 2021 წლის საუკეთესო ქართველმა მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა: „მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობა შედგა. ასევე სასიამოვნოა, რომ ჩავერთვები არაერთ საინტერესო პროექტში და ამით პოპულარიზაციას გავუწევ როგორც ქართულ რაგბის, ასევე ქართულ სპორტს”, - განაცხადა ნინიაშვილმა.
(R)