დმიტრი მედვედევი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სარაკეტო დარტყმით ემუქრება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის სისტემის საბოლოო დანგრევა უწოდა.
„სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ სასამართლოს შენობისთვის ჰიპერბგერითი რაკეტის სროლა რუსეთის გემიდან. ასე რომ, ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში", - დაწერა ტელეგრამზე მედვედევმა .
გასულ კვირას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა.