26 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტზე იმსჯელეს

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტზე იმსჯელეს. კომიტეტში განმარტეს, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება მკაცრი საჯარიმო სანქციები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის.

არსებული რეგულაციებით კი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სრულად ვერ აგვარებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პრობლემას. სანქციების გამკაცრებას არ ემხრობა ოპოზიციის ნაწილი.

დღის ამბები