სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
კანონდამრღვევი მოქალაქის დაკავება სოფელ საკირეში მოხდა. 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერაქანი ახალციხის "საქმიან ეზოში" გადაიტანეს. ავტომანქანა, რითაც ხე-ტყის ტრანსპორტირება ხდებოდა, დალუქულია.