ბოროტი სახელმწიფო უკრაინელების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ ტერორისტულ აქტზე პასუხს აგებს- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორდერი რუსეთის ლიდერის დაკავების შესახებ გარდამტეხი მომენტია. ზელენსკიმ სპეციალისტების მიერ ასიათასობით ფეთქებადი ნივთიერების განეიტრალებაც აღნიშნა და მათ მადლობა გადაუხადა.
"ამ კვირამ, საბოლოოდ, მართლაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი მოიტანა უკრაინისთვის. არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი რუსეთის ლიდერის დაკავების შესახებ და ეს გარდამტეხი მომენტია.
ჩვენმა სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს 100 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია. განეიტრალებულია 400 ათასზე მეტი მტრის ჭურვი. უკვე ამოღებულია 200 ათასზე მეტი ასაფეთქებელი ნივთი. მადლობელი ვარ ყველას, ვინც მონაწილეობს ამ საქმეში! ოკუპანტის განდევნა, ჩვენი მიწის გაწმენდა ბოროტი სახელმწიფოს ყოველგვარი კვალისაგან და ტერორისტების დასჯა ჩვენი ამოცანაა,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.