26 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ვინ ცდილობს ლიბერალიზმის სახელით ფაშიზმის შეფუთვას - ბრალდებები და კონტრბრალდებები

რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ლიბერალიზმსა და ფაშიზმს - მართალია ეს ორი, ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური ფილოსოფიაა, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. თუმცა, ეს ტერმინი ამერიკელმა მწერალმა იონა გოლდბერგმა ჯერ კიდევ 2008 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების წიგნში გამოიყენა.

მწერლის თქმით, ლიბერალიზმი ძველ, ფაშისტურ იდეოლოგიას იმით ჰგავს, რომ ყველა პრობლემის გადასაწყვეტად სახელმწიფოს მოუხმობს, პირად თავისუფლებებს არად აგდებს და ძალისა თუ იძულების ხშირი გამოყენებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

გასულ კვირას, ხშირად მოისმენდით ამ ტერმინს "ლიბერალურ ფაშიზმს" - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონის" წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს - წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც სწორედ ლიბერალური ფაშიზმის ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი.

განსხვავებული მოსაზრების გამო ლექტორების აუდიტორიებიდან გაგდება, ფსიქოლოგიური ძალადობა არასრულწლოვნებზე და მოწოდებები პოლიტიკოსების ოჯახების წინააღმდეგ - ეს ის საკითხებია, რის გამოც, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა თქმით, ხელისუფლების ოპონენტთა და არა მარტო მათი მოქმედება ლიბერალურ ფაშიზმთან ასოცირდება.

 

დღის ამბები