26 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას განაგრძობს - გია ვოლსკი

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას განაგრძობს - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს სააკაშვილის ფაქტორი ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებად გამოიყენოს, მაშინ როცა ხელისუფლება ყველა შესაძლო მექანიზმს იყენებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

"ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად, პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებშია, მათ შორის ექიმების ჩამოყვანა. არა თუ პოლონეთიდან, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექიმების ჩამოყვანა და მუშაობა იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდეს, თუკი ასეთი პრობლემები არსებობს.

რასაკვირველია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ღებულობ იუსტიციის მინისტრი, ამის თაობაზე საუბრობს კლინიკა, მთავრობა, ეს არყევს იმ პოზიციას და სტრატეგიას, რომელიც "ხაბეიშვილებს" გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც ის მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა. ეს არის მთელი ზღაპარი, რომელიც მოიგონეს და ამ ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები