26 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
რატომ იგვიანებს სააკაშვილის ევროპული სასამართლო - ექსპრეზიდენტის ოჯახი და მმართველი გუნდი სარჩელის გაგზავნის გაჭიანურებას სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ

გიული ალასანიამ ამ დრომდე არ იცის, როდის, გაიგზავნება სარჩელი სტრასბურგში. მიხეილ სააკაშვილის დედა არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია, სარჩელის გაჭიანურებას პოლონელი ექიმების ვიზიტის მოლოდინი იწვევდეს. გიული ალასანიას თქმით, სავარაუდოდ, ადვოკატები უცხოელი მედიკოსების დასკვნას ელოდებიან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სწორედ ამ დასკვნის დადების შემდეგ მიმართავენ.

გიული ალასანიასგან განსხვავებით, სარჩელი გაიგზავნება თუ არა, ჯერ დაზუსტებით სააკაშვილის ინტერესების დამცველებმა არ იციან. შალვა ხაჭაპურიძე "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ 4-თვიანი ვადა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში მიმართვამდე არსებობს, ჯერ ამოწურული არ არის.

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში მიაჩნიათ, რომ სარჩელის გაგზავნა სტრასბურგში სწრაფად უნდა მოხდეს. პარტიაში ფიქრობენ, რომ აქცენტი, ყოფილი პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც უნდა გამახვილდეს.

მმართველი ძალა სარჩელს "სააკაშვილი-საქართველოს" წინააღმდეგ უპერსპექტივოდ მიიჩნევს - გაჭიანურების მთავარი მიზეზიც მმართველ პარტიას სწორედ ეს ჰგონია. გარდა ამისა, ”ქართულ ოცნებაში” აცახდებენ, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ სააკაშვილი პატიმრობაში ობიექტური მიზეზების გამო დატოვა და საერთაშორისო სასამართლოც ანალოგიურს დაადასტურებს, შესაბამისად, მმართველ პარტიაში თვლიან, რომ მსჯავრდებულის გარემოცვა ახლა დროის გახანგრძლივებით, სტრასბურგში მარცხის არიდებას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარი საქალაქოს შემდეგ სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო.

დღის ამბები