26 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში - მიხეილ სარჯველაძე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას საქართველოში აფასებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც უკრაინაში ხდება.

"მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო სამართლებრივი რეაგირება უბრალოდ იმ მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს ახლა უკრაინაში და ვფიქრობ, სწორია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის იმ ფორმატებით, რომელიც შექმნილია თანამედროვე კაცობრიობის მიერ სამართლებრივი ინსტრუმენტების სახით, პასუხს სცემს იმ მოვლენებს, რაც ვითარდება უკრაინაში. ეს სწორი მიდგომაა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად., აუცილებელია, ამ თვალსაზრისით, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა ყველაფერ იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კი ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინი, როგორც დამნაშავე, უკვე გარიყული და იზოლირებულია.  

"საერთაშორისო სამართალი მუშაობს და პუტინზე ორდერის გაცემა ეს ნიშნავს იმას, რომ იგი უკვე გარიყული და იზოლირებულია როგორც დამნაშავე და გენოციდის მომწყობი, მათ შორის უკრაინელი ბავშვებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ლეგიტიმაცია და ახალი სამართლებრივი შეფასება ეძლევა მათ შორის ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ჩაიდინა რუსეთმა უკრაინაში და არა მხოლოდ უკრაინაში,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

 

 

 

 

 

დღის ამბები