26 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ის, რომ არ ასაჩივრებს ადამიანი გადაწყვეტილებას, პირდაპირი დასტურია ტყუილის და მცდელობის, რომ საზოგადოება იყოს მოტყუებული- მათიკაშვილი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესს აჭიანურებს - "ქართული ოცნება" თვლის რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების გაჭიანურება ტყუილის დასტურია. 

მმართველი გუნდის წევრების თქმით, პატიმარი პაციენტის ოჯახმა იცის, რომ ამ ნაბიჯს სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს და მეტიც, გასაჩივრება, შესაძლოა, მათთვის არახელსაყრელი აღმოჩნდეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სასჯელის გადავადების და გათავისუფლების მოთხოვნა მხოლოდ პიარული ნაბიჯია.

"როდესაც ეს მოთხოვნა შედიოდა სასჯელის გადავადების, იმთავითვე ყველასთვის გასაგები იყო, რომ რეალურად, ეს არ იყო საფუძვლიანი და გათვლილი იყო პიარულ  საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად,"- აცხადებს სარჯველაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებლივ ჩარჩოებშია და უნდა აღსრულდეს.

​"ის, რომ არ ასაჩივრებს ადამიანი გადაწყვეტილებას, პირდაპირი დასტურია ტყუილის და იმ მცდელობის, რომ ქართული საზოგადოება იყოს მოტყუებული. ის გადაწყვეტილება, რაც კანონის ფარგლებში უნდა იყოს აღსრულებული, აღსრულდება და ჩვენი საზოგადოების მოტყუებას ვერავინ შეძლებს,"- აცხადებს მათიკაშვილი

დღის ამბები