26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოში, მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, იმიტირებული სხდომა გაიმართა

ქუთაისის საკრებულოში წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, იმიტირებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები მოსწავლეთა მიერ იყო ინიციირებული, რომლებიც ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების კონკრეტულ წინადადებებს ეხება.

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების ამოწურვის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტის მიზანი საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.

  

დღის ამბები