წყალდიდობას მალავიში 400 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი სახლის გარეშე ასეულობით ოჯახია დარჩენილი.
ქვეყნის მასშტაბით მობილიზაცია გამოცხადდა. შესაბამისი სამსახურები, ტალახისა და კლდეების ქვეშ, დაკარგულებს ეძებენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, ადგილობრივებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში, სხვადასხვა ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა კი დახმარების მიწოდების მიმართულებით მუშაობს.