26 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
რუსეთის ფედერაცია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსარგებლოდ მიიჩნევს - დიმიტრი პესკოვი პუტინის დაკავების ორდერის შესახებ

რუსეთის ფედერაცია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს და ამ ორგანოს გადაწყვეტილებას უსარგებლოდ მიიჩნევს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, ჰააგის სასამართლოს მიერ, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენ ამ საკითხის დაყენებასაც კი შეურაცხმყოფელად და მიუღებლად მივიჩნევთ, რუსეთი, ისევე როგორც მთელი რიგი სახელმწიფოები, არ ცნობს ამ სასამართლოს იურისდიქციას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციისთვის ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება უსარგებლოდ ითვლება," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

დღის ამბები