26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
მართლმსაჯულების ბორბალი ტრიალებს, მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ -კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ვლადიმერ პუტინის მიმართ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. 

მისივე თქმით, საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის.

"მართლმსაჯულების ბორბალი ტრიალებს: მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ, უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი დეპორტაციის გამო. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის," - აცხადებს დმიტრო კულება. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ICC ამტკიცებს, რომ ის არის პასუხისმგებელი ომის დანაშაულებზე, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე უკრაინიდან რუსეთში. შესაბამის დოკუმენტში ნათქვამია, რომ დანაშაულები უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლიდან მოხდა - როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მოსკოვმა უარყო ბრალდებები სამხედრო დანაშაულების შესახებ შეჭრის დროს.

დღის ამბები