ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინის მიწვევით, პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთში მომავალ კვირას გაემგზავრება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოწვევით, პრეზიდენტი სი ძინპინი 20-დან 22 მარტს სახელმწიფო ვიზიტით რუსეთს ეწვევა", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, კრემლმა დაადასტურა, რომ ვიზიტი განხორციელდება და თქვა, რომ ორი ლიდერი "სტრატეგიულ თანამშრომლობას" განიხილავს.
"მოლაპარაკებების დროს განიხილება აქტუალური საკითხები ყოვლისმომცველი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ", - განაცხადა კრემლმა პარასკევს.
ასევე იგეგმება აზრთა გაცვლა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში", - დასძინა კრემლმა.
ასევე, ხელმოწერილი იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტი.