ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში 35-ე ადგილზეა. მონაცემებს გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი "ჰერითიჯ ფაუნდეიშენი" აქვეყნებს. მონაცემებით საქართველო ევროკავშირის 11 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. ეკონომიკური თავისუფლების ქულა კოვიდშეზღუდვების დროს 2020-21 წლებში შემცირდა. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ რომ დღევანდელი ციფრები სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი მართლმსაჯულების ეფექტიანობის მიმართულებითაც საუბრობს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ამავე კვლევაში საქართველო კიდევ ერთ პარამეტრში დაწინაურდა."მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა.
2023 წელს "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდიკატორით ქვეყანა ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს. საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.
მსოფლიო რეიტინგებს მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კვლევებს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილი.
ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი კვლევები მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისთვის. ამბობენ, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი საშუალო და გრძელვადიან პარსპექტივაში ქვეყნის დინამიურ განვითარებას უზრუნველყოფს.
ინდექსში, მთავრობის კეთილსინდისიერება შეფასებულია ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა კორუფციის აღქმა, კონტროლი და მექრთამეობის რისკი. ინდიკატორი მიზნად ისახავს ანალიზს - მოსყიდვის, გამოძალვის, ნეპოტიზმისა და გაფლანგვის მიმართულებით.