ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ, შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკული აპარატის ჩამოგდებას.
ასევე, როგორ ასხამენ საწვავს რუსული ავიაგამანადგურებლები ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს. შტატების ევროპული სარდლობის ინფორმაციით, ამის შემდეგ უპილოტო აპარატიდან მიღებული ვიდეო იშლება, როდესაც რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.