26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

ვანო მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი - ამის შესახებ "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რითაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ინტერვიუსა და ამ ინტერვიუს მწვავე კრიტიკას ეხმაურებიან.

პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს.

ვანო მერაბიშვილი არის "ენმ"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.

კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია “ენმ” აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად.
ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს.
კიდევ ერთხელ, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი," - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

 

 

დღის ამბები