26 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ეს ადამიანები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენს სახელმწიფოს და დემოკრატიას - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" ვანო მერაბიშვილი მართავს და ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობაში" კრიმინალური ბუნება კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე ეს მანამდე.

იონათაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თითოეული აქციის საბოლოო მიზანი, ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და ომის გაჩაღებაა.

"დღეს არავის აქვს განსხვავებული აზრი იმაზე, რომ რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" მართავს ვანო მერაბიშვილი და ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობაში" კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი კრიმინალური ბუნება, ვიდრე ეს მანამდე იყო თუმცა ამ მხრივ ეს პარტია ყოველთვის გამოირჩეოდა. "ნაციონალური მოძრაობის" თითოეული აქციის საბოლოო მიზანი არის, რომ რამენაირად საქართველოში მოხდეს არეულობა, რითაც ისარგებლონ იმ ადამიანებმა ვისაც სურთ ომის გაჩაღება ჩვენს ქვეყანაში. ანუ ფაქტობრივად, ეს ადამიანები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენს სახელმწიფოს და დემოკრატიას, ასევე სუვერენიტეტს, მაგრამ ცხადია ამას ვერასდროს ვერ შეძლებენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები