26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა.

უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან შეუდგება.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან.

დღის ამბები