26 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, გამონაკლისი არც რუსეთია - ზელენსკი

"არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, გამონაკლისი არც რუსეთია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა რიგით მეათე "რამშტაინის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს.

"რამშტეინის" ფორმატში კიდევ ერთი უკვე მეათე შეხვედრა გაიმართა. საბრძოლო მასალა. არტილერია, ტანკები ჩვენი მეომრებისთვის. უკრაინის ცის დაცვა - ეს ყველაფერი განიხილეს. მიღებულია გადაწყვეტილებები.

მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, რომელიც კოორდინაციას უწევს "რამშტაინს" და ასევე ყველა ჩვენი პარტნიორის დახმარების ურყევი სურვილისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ვგრძნობთ, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს.

არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია. ჩვენ მუდმივად უნდა გავზარდოთ ზეწოლა ტერორის წინააღმდეგ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები