26 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განიხილეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესსაც.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე.

დღის ამბები