26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
თუკი ვინმეს კონკრეტული საქმეები, კონკრეტული შედეგი მოუტანია ამ ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს ხელისუფლებაა - მიხეილ სარჯველაძე

თუკი ვინმეს კონკრეტული საქმეები, კონკრეტული შედეგი მოუტანია ამ ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის ჩემი აზრით ეს ხელისუფლება და ამიტომ აქ კამათი უსაგნოა,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, საკითხის იმდაგვარად დაყენება, რომ მოსახლეობას ეკუთვნის სტატუსი, შანტაჟს ნიშნავს, რაც გულისხმობს მოიშორეთ ეს ხელისუფლება. 

"როცა ცალკეული ევროპარლამენტარები საკითხს ასე აყენებენ, რომ ქვეყანას ეკუთვნის მაგრამ აშანტაჟებენ ქვეყანას და მოსახლეობას, რომ მოიცილეთ ეს ხელისუფლება და ამ შემთხვევაში მიიღებთ სტატუსს, ეს რა თქმა უნდა არის შანტაჟი, საბედნიეროდ ეს არ არის ზოგადად ევროპარლამენტის და ევროპის პოზიცია, ეს არის ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც არიან ტენდენციურები. ეუბნებიან მოსახლეობას თქვენ იმსახურებთ, ერთადერთი წინაღობა გაქვთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს, ამბობენ ცალკეული დეპუტატები. კუბილიუსს მოსწონს თუ არა ხელისუფლება, მას მოუწევს ანგარიშის გაწევა როგორია ქართველი ხალხის არჩევანი. იგივე კრამონი, 7 მარტს წერდა რომ მაიდანი გამახსენდაო. არიან ასეთი ადამიანები, რომლებისთვისაც საქართველოში სასურველია რევოლუციური სცენარების განვითარება იმიტომ, რომ ისინი გულშემატკივრობენ კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს, ოპოზიციურ პარტიებს. არ შეიძლება ამის გამო ქვეყნის ინტერესი ზარალდებოდეს. არაფერი არაევროპული არ იყო ამ ინიციატივაში - რომ ასე არ იყოს, შეუძლებელია დღეს ვისაუბროთ იმაზე, რომ რაც მოინათლა პრორუსულად საქართველოში, ევროკავშირში იმან იმუშაოს როგორც პროევროპულმა. ამიტომ გაუჩნდა კითხვა იქ გამოსულ ადამიანებს, ვისთანაც მეც მაქვს შეხება, როგორც თუ კანადაში აკეთებენ, რატომ გამოდის პრორუსული, რაშია განსხვავებაო, დაიწყეს ამაზე ფიქრი",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები