26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
მარინა კალიურანდი - ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა: უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოვიდა და ქართველ პოლიტიკოსებს მიმართა. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა და ნუ გამოტოვებენ ამას. როგორც კალიურადმა აღნიშნა, ევროპას არ აქვს სურვილი, საქართველო ომში ჩაითრიოს.

კალიურანდმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას აქვს ორი გზავნილი ქართველი ხალხისადმი.   

"მე, როგორც სამხრეთკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს ორი "მესიჯი“ მაქვს: საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიო იყო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და ამას მხარს დავუჭერთ.

არ გვაქვს სურვილი, ომში ჩაგითრიოთ. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის ომი და ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.  

ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა: უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ. ეს ფანჯარა მუდმივად არ იქნება, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი მოსახლეობა თქვენგან მოელის," - განაცხადა მარინა კალიურანდმა. 

დღის ამბები