შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ამერიკულ დრონს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ცნობით, შეჯახება "რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ" გამოიწვია.
ინციდენტში მონაწილე რუსული "სუ-27" ტიპის თვითმფრინავი ყირიმისკენ მიფრინავდა. დაზიანდა თუ არა ის შეჯახების შედეგად, უცნობია. ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი ყირიმში დაეშვა.