26 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
რა რეკომენდაციები მიიღო თბილისმა ვენეციის კომისიისგან

პასუხი მიღებულია - ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოებთან და დე ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თბილისს საკუთარი შენიშვნები დღის ბოლოს გამოუგზავნა. კომისია საკმაოდ ვრცელ დოკუმენტში პუნქტების მიხედვით განუმარტავს ქართველ დეპუტატებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოსთან საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფს აქვს. შენიშვნების ნაწილი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს ეხება. ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია კანონზე დაფუძნებული სამართლიანობის აღსრულება მიუკერძოებლად. ამავე პუნქტში გავლენიანი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი სასამართლოა სწორედ იმის გარანტი რომ მართლმსაჯულების სისტემა ბოროტად არ იქნას გამოყენებული. კომისია საქართველოს რეკომენდაციას აძლევს აღმოფხვრას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესებისა და კორპორატიზმის პრობლემა.

რაც შეეხება დე ოლიგარქიზაციას, თბილისში გამოგზავნილ დოკუმენტში კომისია წერს, რომ დეოლიგარქიზაცია ძალიან რთული საკითხია და მისი მიღწევის საშუალებების არჩევა გადამწყვეტია. ვენეციის კომისია მხარს უჭერს კანონპროექტის განზრახვას, რომ შეეცადოს აღმოფხვრას ან შეამციროს "ოლიგარქების" გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა აქვე განმარტავს, რომ "ოლიგარქებად" დასახელებულ პირებისთვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიების, სხვა პოლიტიკური კამპანიების, მიტინგებისა და დემონსტრაციების "პოლიტიკური მოთხოვნით" დაფინანსების აკრძალვამ შეიძლება დაარღვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები.

 

 

დღის ამბები