26 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
"ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა" - ბრიუსელის პოზიცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა - ასეთია ბრიუსელის პოზიცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

"თქვენ იცით, რომ ევროკომისიაში ჩვენ ვამზადებთ მოსაზრებებს და მას წევრ სახელმწიფოებს წარვუდგენთ სახელმწიფოების დასამტკიცებლად. ახლა ბევრი რამაა დამოკიდებული საქართველოს მთავრობაზე, მაგრამ ამასთან სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტზეც. კანდიდატის სტატუსს რაც შეეხება, გადაწყვეტილება დღეს რომ მიიღებოდეს - ეს ძალიან რთული განსასჯელია. ჯერ კიდევ გადასადგმელია ის ნაბიჯები, რომელზეც ჩვენ მიგითითეთ. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ეს ნიშნავს, რომ წელს პირველად, საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად იქნება გაფართოების პაკეტის დეტალურ შეფასებაში. ის კი ასახავს, თუ სად დგას საქართველო. ვიმედოვნებ,რომ შემოდგომამდე საკმარისი შედეგი იქნება, იმისათვის, რომ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი.ახლა,ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია,"- აღნიშნავს ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კატერინა მატერნოვა.

თბილისში მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა მიხაელ ზიბერტმა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის საკმარისი არა მხოლოდ კანონის მიღება, არამედ მათი იმპლემენტაციაა.

რეგიონულ ამბასადორიალზე მყოფმა ზიბერტმა ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთონ

"ყველაფერი ჯერ წინაა, დეკემბერიც და ოქტომბერიც კი, როდესაც კომისიის მიერ გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება - მანამდე კიდევ შორია. ყველაფერი წინაა და ბურთი კვლავ საქართველოს მოედანზეა. 12 რეკომენდაციაზე საუბრობდით და ყველაფერი სწორედ ამის გარშემოა. ეს არის კანონშემოქმედებითი პროცესი, არა მხოლოდ ქაღალდზე ნორმების გაწერა, არამედ უფრო მეტად მათი იმპლემენტაცია და ის, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. მთავრობას სთხოვეს ინკლუზიურობა, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა," - აცხადებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მიხაილ ზიბერტი.

 

დღის ამბები