26 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის სამეფოში ვიზიტი დაასრულა - ბოლო შეხვედრა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართა

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტში, სადაც საქართველოს დელეგაციას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ერონ ემილსონი და კომიტეტის წევრები. ინფორმაციას ამის შესახებ მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმ მრავალწლიან მხარდაჭერას, რომელსაც შვედეთი იჩენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და ემხრობა ევროკავშირის გაფართოებისა და ღია კარის პოლიტიკას. ასევე, შვედეთის მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებულ სვლას და იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიაღწია დემოკრატიული მშენებლობის კუთხით.

დღის ამბები