თავდაცვის ძალების დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა შტატებში "საზღვაო ქვეითთა თამაშებში" წარმატებით იასპარეზეს.
გუნდი საქართველოში 22 მედლით დაბრუნდა.
პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე დახვდა.
"საზღვაო ქვეითთა თამაშები" 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა 10-კაციანი გუნდი სპორტის შვიდ სახეობაში ასპარეზობდა.