26 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
რასაც ახალგაზრდებს ვასწავლით, ეს არის კრიტიკული აზროვნების უნარი - რას პასუხობენ "ფრანკლინის კლუბში" მათ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს

"ფრანკლინის კლუბში", ირაკლი კობახიძის მხრიდან მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ ჯგუფს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს და ძირითადად ცდილობენ აბიტურიენტებს მომავალი პროფესიების არჩევაში დაეხმარონ. უკითხავენ ლექციებს ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე ისტორიაზე და ა.შ.

"ძირითადი, რასაც ახალგაზრდებს ვასწავლით, ეს არის კრიტიკული აზროვნების უნარი, რომელსაც სკოლებში ვერ ავითარებენ. ამ შემთხვევაში კრიტიკულად ახალგაზრდები აანალიზებენ სხვადასხვა მოვლენებს. ჩვენ მზად ვართ "ფრანკლინის კლუბში" ვუმასპინძლოთ "ოცნების" ნებისმიერი წარმომადგენელს," - აცხადებს "ფრანკლინის" კლუბის თანადამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე.

დღის ამბები