26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს მთაწმინდაზე, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. ამბასადორიალი რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს.

როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს როგორც ძლიერი მოკავშირის როლს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში.

დღის ამბები