26 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა" - უკრაინის საელჩო

"იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა"- ამ განცხადებით უკრაინის საელჩო პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლო დროინდელ კომენტარებს ეხმაურება.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ტექსტში ვკითხულობთ: 

"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევასა და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა. ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს," - ვკითხულობთ განცხადებაში.


დღის ამბები