26 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ საჭიროა რეჟიმის დამხობა, მათი სურვილია, საქართველო ჩართონ ომში - ირაკლი ღარიბაშვილი

არეულობის დროს, როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა ჩვენს პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა, მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებს უნდა ეყოთ კეთილგონიერება, გამოიჩინონ სიფრთხილე, სიმტკიცე და სიფხიზლე, რათა არ იყოს დაშვებული არც ერთი პროვოკაცია.


„თქვენ მკითხეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ევროპარლამენტმა სჯობს, თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში, ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? მე მოვისმინე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციასა და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა. ეს არის ანტიდემოკრატიული. მე არ ვიცი, ვინ რას ადარებდა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ ერთი რამ – მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. ეს არის მთავარი მიზანი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, უნდა გვეყოს კეთილგონიერება. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მაგრამ მაგარი სიმტკიცე და სიფხიზლე, რომ არ დავუშვათ არც ერთი პროვოკაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვიძახით გადაჭარბებული შეფასებით, ეს არის რეალობა, მეგობრებო. მათი სურვილია, რომ საქართველო ჩაერთოს მეორე ფრონტში“, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.

დღის ამბები